- რისკის ჯგუფებს ქმნიან:
. ქალები და მამაკაცები, რომელთა ოჯახშიც აღირიცხება ესა თუ ის მემკვიდრეობითი დაავადება, განურჩევლად იმისა, არიან თუ არა თვითონ დაავადებულნი;
. ოჯახები, სადაც უკვე არიან თანდაყოლილი ანომალიების მქონე ბავშვები;
. ოჯახები, სადაც ორსულობა ხშირად მთავრდება მკვდრადშობადობით ან თვითნებითი აბორტით;
. მეუღლეები, რომლებიც ერთმანეთთან ახლონათესაურ კავშირში არიან;
. 35 წელს გადაცილებული ქალები და 50 წელს გადაცილებული მამაკაცები;
. ქალები და მამაკაცები, რომლებიც განიცდიან ზემოთ ჩამოთვლილი ტერატოგენული ფაქტორების ზემოქმედებასთუ რომელიმე ამ ჯგუფში აღმოჩნდით, სასურველია, მიმართოთ ექიმ გენეტიკოსს. სპეციალისტი შეადგენს თქვენი ოჯახის გენეალოგიურ რუკას და განსაზღვრავს თანდაყოლილი ანომალიით ბავშვის დაბადების ალბათობას. ნუ იჩქარებთ აბორტის გაკეთებას, თუ: წამლის ანოტაციაში ამოიკითხეთ, რომ პრეპარატი, რომელსაც ორსულობის დასაწყისში იღებდით, არ იყო რეკომენდებული ამ პერიოდში; იღებდით ალკოჰოლს; გადაიტანეთ მწვავე ვირუსული ინფექცია; გადაიღეთ რენტგენის სურათი და ასე შემდეგმხოლოდ ექიმს შეუძლია, ზუსტად განსაზღვროს რეალური რისკი და გამოკვლევათა აუცილებელი კომპლექსი შემოგთავაზოთ.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment