Tuesday, June 8, 2010

Monday, June 7, 2010

დასასრულს

ასე რომ სამყაროში იმდენი აუხსნელი მოვლენა და ფაქტია,რომ მათი მიზეზების ვლევა და ახსნა შეუძლებელია და ძალიან შორს წაგვიყვანს, ამიტომ არაა საჭირო მათ ბოლომდე ჩავუღრმავდეთ, მაგრამ აუცილებელია მათ შესახებ გარკვეული ინფორმაცია და წარმოდგენა მაინც გვქონდეს.

ჩინეთში ოთხფეხა იხვი გამოიჩეკა



ჩინეთში , პეკინის გარეუბანში მდებარე ფერმაში , ოთხფეხა ყვითელი ფერის იხვი გამოიჩეკა . ფრინველი სხვების მსგავსად კარგად იკვებება , ერთადერთი პრობლემა ისაა , რომ ზედმეტი კიდურები უკან რჩება

ანომალიები ცხოველებში

გარდა ადამიანებისა ანომალიები გვხვდება ასევე ცხოველებშიც.

stop


უმეტეს შემთხვევაში გენეტიკურად განპირობებული ანომალიები გამოწვეულია იმით, რომ ასეთი ბავშვების მშობლები მოიხმარენ ნარკოტიკს, იღებენ ალკოჰოლს, ეწევიან თამბაქოს და ა.შ. შედეგად კი იბადებიან ბავშვები ამათ უ იმ ანომალიებით.ამიტომ საჩიროა თითოეული ჩვენგანი დაფიქრდეს იმაზე თუ რა ფატალური შეგეგები შეიძლება მოყვეს ასეთ მავნე ჩვევებს და გაითვალისწინოს სამომავლოდ რათა, ბოლომდე თუ არა ნაწილობრივ მაინც ავიცილოთ ასეთი შემთხვევები თავიდან.

Sunday, June 6, 2010

ქალი და თამბაქო





თამბაქოს კვამლი ემბრიონზე ან ნაყოფზე დამაზიანებლად მოქმედებს და იწვევს სხვადასხვა ორგანოთა და სისტემათა, მათ შორის სასქესო ორგანოების განვითარების მანკების განვითარებას. ასეთი თანდაყოლილი ანომალიები შესაძლებელია ქალის ორგანიზმის სპეციფიურ ფუნქციათა დარღვევის მიზეზი გახდეს.
თამბაქოს მოხმარება ძირითადი რისკ-ფაქტორია პერინატალური სიკვდილიანობისა. გამოთვლებმა აჩვენა, რომ თუ ყველა ორსული ქალი თავს დაანებებს თამბაქოს მოხმარებას, ნაყოფისა და ახალშობილთა სიკვდილიანობა შემცირდება 10%-ით. ერთმანეთისაგან დამოუკიდებელმა გამოკვლევებმა კი აჩვენა, რომ ყოველი მეხუთე მკვდარი ახალშობილი დარჩებოდა ცოცხალი თუკი მათი დედა არ იქნებოდა მწეველი.
არამწეველებთან შედარებით მწეველ ქალებში 20-50%-ით მაღალია ნაყოფისა და ახალშობილის სიკვდილიან.

როგორ შეიძლება იმ ადამიანების ამოცნობა, რომლებსაც შესაძლოა თანდაყოლილი ანომალიების მქონე ბავშვი გაუჩნდეთ?

- რისკის ჯგუფებს ქმნიან:
. ქალები და მამაკაცები, რომელთა ოჯახშიც აღირიცხება ესა თუ ის მემკვიდრეობითი დაავადება, განურჩევლად იმისა, არიან თუ არა თვითონ დაავადებულნი;
. ოჯახები, სადაც უკვე არიან თანდაყოლილი ანომალიების მქონე ბავშვები;
. ოჯახები, სადაც ორსულობა ხშირად მთავრდება მკვდრადშობადობით ან თვითნებითი აბორტით;
. მეუღლეები, რომლებიც ერთმანეთთან ახლონათესაურ კავშირში არიან;
. 35 წელს გადაცილებული ქალები და 50 წელს გადაცილებული მამაკაცები;
. ქალები და მამაკაცები, რომლებიც განიცდიან ზემოთ ჩამოთვლილი ტერატოგენული ფაქტორების ზემოქმედებასთუ რომელიმე ამ ჯგუფში აღმოჩნდით, სასურველია, მიმართოთ ექიმ გენეტიკოსს. სპეციალისტი შეადგენს თქვენი ოჯახის გენეალოგიურ რუკას და განსაზღვრავს თანდაყოლილი ანომალიით ბავშვის დაბადების ალბათობას. ნუ იჩქარებთ აბორტის გაკეთებას, თუ: წამლის ანოტაციაში ამოიკითხეთ, რომ პრეპარატი, რომელსაც ორსულობის დასაწყისში იღებდით, არ იყო რეკომენდებული ამ პერიოდში; იღებდით ალკოჰოლს; გადაიტანეთ მწვავე ვირუსული ინფექცია; გადაიღეთ რენტგენის სურათი და ასე შემდეგმხოლოდ ექიმს შეუძლია, ზუსტად განსაზღვროს რეალური რისკი და გამოკვლევათა აუცილებელი კომპლექსი შემოგთავაზოთ.

აქვს თუ არა რაიმე განმასხვავებელი ნიშანი გენეტიკურად განპირობებულ თანდაყოლილ ანომალიას?

- აქვს თუ არა რაიმე განმასხვავებელი ნიშანი გენეტიკურად განპირობებულ თანდაყოლილ ანომალიას?
- რა თქმა უნდა, აქვს. გენეტიკურად განპირობებულ თანდაყოლილ ანომალიას მრავლობითი ანომალიის ბუნება აქვს - დაზიანებული დნმ-ს მოლეკულა ხომ ადამიანის სხეულის ყველა უჯრედშია, ამიტომ სხვადასხვა ორგანოსა და ორგანოთა სისტემას აზიანებს. ასეთი მრავლობითი ანომალიის მქონე ახალშობილების უმრავლესობა სიცოცხლის პირველ ან მეორე წელს იღუპება. მრავლობითი თანდაყოლილი ანომალია ახასიათებს ქრომოსომულ და გენურ დაავადებებს. ყველაზე ხშირად აღირიცხება შემდეგი ქრომოსომული ანომალიები: დაუნის სინდრომი, პატაუს სინდრომი და ედვარდსის სინდრომი. სამივე შემთხვევაში დამნაშავე ერთი ზედმეტი ქრომოსომაა. გენურ დაავადებებს მიეკუთვნება კოკეინის, მეკელის, რობერტსის, აპერის, მარფანის სინდრომები.





ეს შემთხვევა დაფიქსირდა ინდონეზიაში. 35 წლის კაცია რომელმაც 15 წლის ასაკში გაიჭრა ფეხის თითი და მას შემდეგ დაეწყო წანაზარდების ზრდა თითებზე და მეჭეჭის მსგავსი გამონაზარდები ტანზე და სახეზე. ექიმები ვარაუდობენ რომ ეს დაავადება ან ინფექციური ეთიოლოგიისაა ან კიდევ სიმსივნური წარმოშობის. 10 წლის წინათ გაუკეთდა ოპერაცია, რომლიდანაც 3 თვის მერე დაეწყო უფრო ინტენსიური ზრდა ამ წანაზარდების


ეს მუზეუმი მდებარეობს ნიდერლანდებში. აქ ექსპონატებად წარმოდგენილია ადამიანთა სხეულები რომლებსაც თანდაყოლილი ბიოლოგიური, გენეტიკური, თუ სხვა სახის ანომალიები ჰქონდათ.

19 წლის პაკისტანელს სეინ მუმთაზს უცნაური დაავადება სჭირს – მისი თავი ბავშვობიდან მუდმივად იმატებს ზომაში და სხეული დეფორმაციას განიცდის.
მას უკვე მკვეთრად შეეცვალა თავის ქალის აგებულება, კბილები, სახე, ზურგი. მაგრამ ჯერჯერობით მაინც გაურკვეველია რა იწვევს ამ ანომალიას. ბავშვობაში მას დაუსვეს დიაგნოზი, რომ პროტეუსის სინდრომი სჭირდა, იგივე რაც ჯოზეფ მერიკს – ე.წ. “ადამიან სპილოს”. მაგრამ პროტეუსის სინდრომი როგორც წესი, სხეულის მხოლოდ ერთ ნახევარზე მოქმედებს, ხოლო სეინ მუმთაზს კი სხეულის ორივე ნახევარზე ერთნაირი დეფორმაცია აქვს – იმდენად, რომ სიმეტრიულიც კია. მისმა მშობლებმა საუკეთესო ექიმებში მოატარეს, მაგრამ განკურნება ვერავინ შეძლო. მუმთაზს ჯანსაღი ცხოვრება სურს და უკან დახევას არ აპირებს. მას სურს დაიწყოს რიქშების ბიზნესი და ოცნებად აქვს ოჯახის შექმნა, თუმცა ჯერჯერობით ცდილობს ამაზე არ იფიქროს. მუმთაზს მიაჩნია, რომ ეს დაავადება ღვთის სასჯელია და წყევლა მარტომ უნდა ზიდოს.

Saturday, June 5, 2010

თანდაყოლილი ანომალიები




რა ადგილი უკავია თანდაყოლილ ანომალიებს ბავშვთა დაავადებებს შორის? - საკმაოდ დიდი। ისინი ავადობისა და სიკვდილიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია. თანდაყოლილი ანომალიები მრავალგვარია და შესაძლოა, ნაყოფის ნებისმიერ ორგანოს შეეხოს. - რა იწვევს თანდაყოლილ ანომალიებს? - თანდაყოლილ ანომალიათა წარმოშობის მიზეზები ბოლომდე შეუსწავლელია, ის მიზეზები კი, რომლებიც ჩვენთვის ცნობილია, ძალზე მრავალფეროვანია, ამიტომ ამ მიზეზებს მრავალი სპეციალისტი შეისწავლის.



ძირითადად რათქმაუნდა მათი მშობლები უმეტესად მამა ნარკომანია. ანომალია შეიძლება გამოწვეული იქნას ორსულობის დროს სხვადასხვა დარღვევის შემთხვევაში, მაგალითად თუ ორსულობის პერიოდში ქალმა გადაიტანა ბატონები მაგალითად წითელა ამ შემთხვევაში ალბათობა დიდია რომ ნაყოფი დაიბადოს სხვადასხვა ანომალიით

ანომალია

ჩვენს გარშემო უამრავი სახის ანომალია არსებობს,ადამიანებში,ცხოველებში და ბუნებაშიც.ზოგიერთი მათგანი ბოლომდე არაა გამოკვლეული,მაგრამ ისინი რომელთა გამომწვევი მიზეზიც ცნობილია,ცუდი არ იქნება ვიცოდეთ მათ შესახებ,რათა მათი თავიდან აცილება შევძლოთ .