Tuesday, June 8, 2010

Monday, June 7, 2010

დასასრულს

ასე რომ სამყაროში იმდენი აუხსნელი მოვლენა და ფაქტია,რომ მათი მიზეზების ვლევა და ახსნა შეუძლებელია და ძალიან შორს წაგვიყვანს, ამიტომ არაა საჭირო მათ ბოლომდე ჩავუღრმავდეთ, მაგრამ აუცილებელია მათ შესახებ გარკვეული ინფორმაცია და წარმოდგენა მაინც გვქონდეს.

ჩინეთში ოთხფეხა იხვი გამოიჩეკა



ჩინეთში , პეკინის გარეუბანში მდებარე ფერმაში , ოთხფეხა ყვითელი ფერის იხვი გამოიჩეკა . ფრინველი სხვების მსგავსად კარგად იკვებება , ერთადერთი პრობლემა ისაა , რომ ზედმეტი კიდურები უკან რჩება

ანომალიები ცხოველებში

გარდა ადამიანებისა ანომალიები გვხვდება ასევე ცხოველებშიც.

stop


უმეტეს შემთხვევაში გენეტიკურად განპირობებული ანომალიები გამოწვეულია იმით, რომ ასეთი ბავშვების მშობლები მოიხმარენ ნარკოტიკს, იღებენ ალკოჰოლს, ეწევიან თამბაქოს და ა.შ. შედეგად კი იბადებიან ბავშვები ამათ უ იმ ანომალიებით.ამიტომ საჩიროა თითოეული ჩვენგანი დაფიქრდეს იმაზე თუ რა ფატალური შეგეგები შეიძლება მოყვეს ასეთ მავნე ჩვევებს და გაითვალისწინოს სამომავლოდ რათა, ბოლომდე თუ არა ნაწილობრივ მაინც ავიცილოთ ასეთი შემთხვევები თავიდან.

Sunday, June 6, 2010

ქალი და თამბაქო





თამბაქოს კვამლი ემბრიონზე ან ნაყოფზე დამაზიანებლად მოქმედებს და იწვევს სხვადასხვა ორგანოთა და სისტემათა, მათ შორის სასქესო ორგანოების განვითარების მანკების განვითარებას. ასეთი თანდაყოლილი ანომალიები შესაძლებელია ქალის ორგანიზმის სპეციფიურ ფუნქციათა დარღვევის მიზეზი გახდეს.
თამბაქოს მოხმარება ძირითადი რისკ-ფაქტორია პერინატალური სიკვდილიანობისა. გამოთვლებმა აჩვენა, რომ თუ ყველა ორსული ქალი თავს დაანებებს თამბაქოს მოხმარებას, ნაყოფისა და ახალშობილთა სიკვდილიანობა შემცირდება 10%-ით. ერთმანეთისაგან დამოუკიდებელმა გამოკვლევებმა კი აჩვენა, რომ ყოველი მეხუთე მკვდარი ახალშობილი დარჩებოდა ცოცხალი თუკი მათი დედა არ იქნებოდა მწეველი.
არამწეველებთან შედარებით მწეველ ქალებში 20-50%-ით მაღალია ნაყოფისა და ახალშობილის სიკვდილიან.

როგორ შეიძლება იმ ადამიანების ამოცნობა, რომლებსაც შესაძლოა თანდაყოლილი ანომალიების მქონე ბავშვი გაუჩნდეთ?

- რისკის ჯგუფებს ქმნიან:
. ქალები და მამაკაცები, რომელთა ოჯახშიც აღირიცხება ესა თუ ის მემკვიდრეობითი დაავადება, განურჩევლად იმისა, არიან თუ არა თვითონ დაავადებულნი;
. ოჯახები, სადაც უკვე არიან თანდაყოლილი ანომალიების მქონე ბავშვები;
. ოჯახები, სადაც ორსულობა ხშირად მთავრდება მკვდრადშობადობით ან თვითნებითი აბორტით;
. მეუღლეები, რომლებიც ერთმანეთთან ახლონათესაურ კავშირში არიან;
. 35 წელს გადაცილებული ქალები და 50 წელს გადაცილებული მამაკაცები;
. ქალები და მამაკაცები, რომლებიც განიცდიან ზემოთ ჩამოთვლილი ტერატოგენული ფაქტორების ზემოქმედებასთუ რომელიმე ამ ჯგუფში აღმოჩნდით, სასურველია, მიმართოთ ექიმ გენეტიკოსს. სპეციალისტი შეადგენს თქვენი ოჯახის გენეალოგიურ რუკას და განსაზღვრავს თანდაყოლილი ანომალიით ბავშვის დაბადების ალბათობას. ნუ იჩქარებთ აბორტის გაკეთებას, თუ: წამლის ანოტაციაში ამოიკითხეთ, რომ პრეპარატი, რომელსაც ორსულობის დასაწყისში იღებდით, არ იყო რეკომენდებული ამ პერიოდში; იღებდით ალკოჰოლს; გადაიტანეთ მწვავე ვირუსული ინფექცია; გადაიღეთ რენტგენის სურათი და ასე შემდეგმხოლოდ ექიმს შეუძლია, ზუსტად განსაზღვროს რეალური რისკი და გამოკვლევათა აუცილებელი კომპლექსი შემოგთავაზოთ.